Samsung-ის მოგება პირველ კვარტალში 44%-ით გაიზარდა

Samsung-ის მოგება პირველ კვარტალში 44%-ით გაიზარდა

CNET-ის ინფორმაციით, Samsung Electronics-ის მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში 44%-ით გაიზარდა, რაც პანდემიის გამო ტექნიკის  გახშირებულ  მოხმარებასთანაა დაკავშირებული.

კორეულმა კომპანიამ გასული 3 თვის განმავლობაში, 31 მარტის ჩათვლით,  $8.3 მილიარდის მოგება ნახა, რაც 2020 წელთან შედარებით სწორედ 44%-იანი ზრდაა.

წარმატების ერთ-ერთ ხელშემწყობად იანვარში გამოსული Galaxy S21 სერია სახელდება, თუმცა ეს მხოლოდ ექსპერტების მოსაზრებაა. მოგების ჩაშლილი მონაცემების გამოქვეყნებას Samsung-ი ამ თვის ბოლოს აპირებს.

ცნობისთვის, პირველი კვარტალი წარმატებული აღმოჩნდა LG Electronics-ისთვისაც – გასულ წელთან შედარებით, მოგება 27.7%-ითაა გაზრდილი. აქვე შეგახსენებთ, რომ, როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, LG-ი სმარტფონების ბიზნესიდან გადის, რაც ამერიკის ბაზარზე უზარმაზარ ცარიელ სივრცეს ტოვებს, ვინაიდან LG-ის სმარტფონები, Apple-ისა და Samsung-ის შემდეგ, ბაზარზე მესამე ადგილს იკავებდა.