მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

Forbes ტრადიციულად აახლებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას და უკვე 35-ედ გვთავაზობს რანჟირებულ ჩამონათვალს, სადაც გაერთიანებული არიან ადამიანები, რომელთა ქონების ღირებულება სულ მცირე 10 ციფრით ჩაიწერება.

2021 წელს, მიუხედავად პანდემიისა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება $5 ტრილიონით გაიზარდა. ამასთან, წელს გვყავს მილიარდერების უპრეცედენტო რაოდენობა –  Forbes-ის სიაში წელს 660 მილიარდერით მეტია აღრიცხული, მათი ქონების საერთო ღირებულება კი $13.1 ტრილიონია. შარშანდელი სიისთვის იგივე მაჩვენებელი $8 ტრილიონი იყო. საერთო ჯამში, სიაში შემავალი მილიარდერების 86% წელს უფრო მდიდარია, ვიდრე გასულ წელს.

წლევანდელ სიაში 493 „ახალ სახეს“ იპოვით, მათ შორის 210 ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდანაა, 98 კი აშშ-დან. ამასთან, სიას დაუბრუნდა 250 მილიარდერი, რომელთა ქონების ღირებულებაც გასული წლის სიაში საკმარისი არ აღმოჩნდა.

უკვე მეოთხედ სიის სათავეში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსია – მისი ქონება $177 მილიარდად არის შეფასებული. გასულ წელს მისი ქონება $64 მილიარდი იყო, Amazon-ის აქციების ფასების ზრდამ მისი ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა. მეორე პოზიციას სიაში ილონ მასკი იკავებს – $151 მილიარდიანი ქონებით.  შარშან მასკი სიაში 31-ე იყო, $24.6 მილიარდით, თუმცა Tesla-ს აქციებზე ფასის მკვეთრმა ზრდამ მისი ქონების ღირებულება $126.4 მილიარდით გაზარდა. სიაში მესამე ადგილს ბერნარ არნო იკავებს, ფრანგული LVMH-ის მფლობელის ქონება წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და ამჯერად $150 მილიარდს შეადგენს. მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ჯამში $1.15 ტრილიონია – აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის იდენტურ მაჩვენებელზე 2/3-ით მეტია.

სიაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა – 724 მილიარდერი სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეა. მეორე ადგილზეა ჩინეთი 698 მილიარდერით (71 ჰონგ-კონგელი და 1 მაკაოელი მილიარდერის ჩათვლით). მესამე ადგილს ინდოეთი იკავებს – 140 მილიარდერით. ჩინელი მილიარდერების რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე, მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი უკვე პეკინში ცხოვრობს – გასულ წელს ამ ტიტულს ნიუ-იორკი ატარებდა.

ჯეფ ბეზოსი

Net Worth: $177 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Amazon

საცხოვრებელი: სიეტლი

ილონ მასკი

Net Worth: $151 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX

საცხოვრებელი: ოსტინი, ტეხასი

ბერნარ არნო

Net Worth: $150 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Luxury Goods

საცხოვრებელი: პარიზი

ბილ გეითსი

Net Worth: $124 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Microsoft

საცხოვრებელი: მედინა, ვაშინგტონი

მარკ ცუკერბერგი

Net Worth: $97 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Facebook

საცხოვრებელი: პალო ალტო, კალიფორნია

ვორენ ბაფეტი

Net Worth: $96 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway

საცხოვრებელი: ომაჰა, ნებრასკა

ლარი ელისონი

Net Worth: $93 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Software

საცხოვრებელი: ლანაი, ჰავაი

ლარი პეიჯი

Net Worth: $91.5 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Google

საცხოვრებელი: პალო ალტო, კალიფორნია

სერგეი ბრინი

Net Worth: $89 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Google

საცხოვრებელი: ლოს ალტოსი, კალიფორნია

მუკეშ ამბანი

Net Worth: $84.5 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: დივერსიფიცირებულია

საცხოვრებელი: მუმბაი, ინდოეთი

Forbes-ის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: forbes.com/billionaires.

დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.