საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივებმა 1.1 მილიარდ ლარს მიაღწია. ეს თანხა 1 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივებს წლიურად 11.1%-ის ეფექტური საპროცენტო სარგებელი ერიცხება.
ოქტომბერში საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტი მოსახლეობის მიერ საპენსიო შენატანების ინვესტირების პროცესს განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ფინანსური ინსტრუმენტი, რათა მასში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება იყოს შესაძლებელი.
მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების 100% დღეს ლარში არის ნომინირებული. ამასთან თანხის 70.8% ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 27.8% კი სარგებლიან ანგარიშებში არის განთავსებული.
უფრო ვრცლად, საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესის შესახებ წაიკითხეთ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი.