საფრანგეთის სასტუმროების მფლობელები Airbnb-ის გარიგებას აპროტესტებენ

საფრანგეთის სასტუმროების მფლობელები Airbnb-ის გარიგებას აპროტესტებენ

სასტუმროების ფრანგი მფლობელები Airbnb-ის ახალი წამოწყებით აღფრთოვანებულები არ არიან. Airbnb-მ ხელი მოაწერა სასპონსორო გარიგებას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარია.

სასტუმროების მფლობელებმა და მათმა მხარდამჭერმა ორგნიზაციებმა საჯარო წერილი გაავრცელეს, სადაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ოლიმპიურ ღონისძიებასთან, რომელიც 2024 წელს პარიზში გაიმართება, არ ითანამშრომლებენ.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა განაცხადა, რომ Airbnb-ი ვალდებულია უზრუნველყოს მომავალი ცხრა წლის განმავლობაში სტუმრების ”გარანტირებული” განთავსება მომავალი ოლიმპიური ღონისძიებების მასპინძელ ქალაქებში – ტოკიო 2020, პეკინი 2022, პარიზი 2024, მილანი 2026, ლოს ანჯელესი 2028.

წყარო: Forbes