საქართველო და რეგიონი • ადამიანური კაპიტალის რეიტინგი

საქართველო და რეგიონი • ადამიანური კაპიტალის რეიტინგი

უნარების, ჯანმრთელობის, ცოდნისა და სიცოცხლისუნარიანობის, ესე იგი, ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებით, ადამიანები შეიძლება იყვნენ უფრო პროდუქტიულები, მოქნილები და ნოვატორები. ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად სამუშაოს ბუნებაც ცვალებადია. ბაზარი სულ უფრო მეტად ითხოვს მუშაკებს უფრო მაღალი დონის ადამიანური კაპიტალით.

მაკროდონეზე მაღალი ადამიანური კაპიტალის მუშახელი საერთო სოციალური სარგებლის მაქსიმიზაციის საწინდარია, ვინაიდან ადამიანურ კაპიტალსა და ეკონომიკურ ზრდას შორის ძლიერი კავშირია. შესაბამისად, მომავალში ადამიანური კაპიტალის პოტენციალის გაუმჯობესება მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია.

არსებული მდგომარეობით, მომავალი თაობის ადამიანური კაპიტალის პოტენციალით საქართველო ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის ბოლო პოზიციებს იკავებს. ბოლო, მაგრამ საქართველოსთან შედარებით უკეთეს პოზიციას იკავებს სომხეთი და აზერბაიჯანი, ხოლო მოწინავე პოზიციებზე ესტონეთი, სლოვენია, ჩეხეთი, პოლონეთი, ხორვატია, ლიეტუვა და ლატვიაა.

ადამიანური კაპიტალის ინდექსი, ერთიანი

ადამიანური კაპიტალის ინდექსი, ქალი

ადამიანური კაპიტალის ინდექსი, კაცი

მეთოდოლოგია

რეიტინგი მომზადებულია 2020 წლის მონაცემებზე დაფუძნებით, მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსის მიხედვით. აღნიშნული ინდექსი ითვლის ჯანმრთელობისა და განათლების კონტრიბუციას მუშაკთა პროდუქტიულობაში, რომელიც მომავალი თაობის პოტენციალს აფასებს. ჯამური ინდექსის ქულა მერყეობს ნულიდან ერთამდე, რომელიც ზომავს დღეს დაბადებული ბავშვის მომავალში პროდუქტიულობას ჯანმრთელობისა და განათლების სრულ კრიტერიუმთან მიმართებით. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ დღეს დაბადებული ბავშვი მომავალში მეტად ჯანმრთელი და განათლებული იქნება.

ადამიანური კაპიტალის ინდექსი კომპოზიციურია.

გა­დარ­ჩე­ნა – აღნიშნული ასახავს ბავშვების სიკვდილიანობის სტატისტიკას ფორმალური განათლების მიღების დაწყებამდე. ეს კომპონენტი გაზომილია ხუთ წლამდე ასაკის სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

სკო­ლის წლე­ბი – ასახავს ხარისხთან შერწყმით, რაოდენობრივ ინფორმაციას განათლების შესახებ, რომელიც ბავშვს 18 წლამდე ელის: რამდენი წელი სწავლობენ სკოლაში, მოსწავლეთა საერთაშორისო ტესტის შედეგები. ამასთან, ეს ნაწილი ასახავს რეალობას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვები უფრო ნაკლებს სწავლობენ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ყოფნის დრო თანაბარია.

ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა – ეს კომპონენტი ორ ინდიკატორს იყენებს ქვეყნის გარემოს შესაფასებლად: ხუთ წლამდე ბავშვების განვითარების ჩამორჩენის მაჩვენებელს და ზრდასრულთა გადარჩენის კოეფიციენტს (15 წლის ახალგაზრდების წილი, რომლებიც მიაღწევენ 60 წელს).

საქართველოს რეგიონად გამოყენებულია გაეროს აღმოსავლეთ ევროპის კლასიფიკაცია და თურქეთი, მონტენეგრო და ჩრდ. მაკედონია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *