საქართველო შესაძლოა გახდეს მაგალითი მსოფლიოსთვის პანდემიასთან ბრძოლაში – ფელიციო ფერაზი

საქართველო შესაძლოა გახდეს მაგალითი მსოფლიოსთვის პანდემიასთან ბრძოლაში – ფელიციო ფერაზი

BAT Caucasus-ის ხელმძღვანელი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს შედეგებს პანდემიასთან ბრძოლაში. ფელიციო ფერაზი Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აცხადებს, რომ  საქართველო შესაძლოა იყოს მსოფლიოსთვის მაგალითი პანდემიასთან ბრძოლაში. მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან პანდემიის მართვა საკმაოდ წარმატებით ხორციელდება.

“მე ბრაზილიიდან ვარ და შეიძლება იცოდეთ კიდეც  რა არეულობები ახლავს თან ამ პროცესს იქ. ხალხი კორონავირუსს პოლიტიკური ბრძოლისთვის იყენებს. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ზეც. განსხვავებული სიტუაციაა ამ მხრივ იტალიასა და ესპანეთში, სადაც ხალხი პოლიტიკურ გამოსვლებს თუ იმპიჩმენტის პროცედურებს არ ითხოვს. გეტყვით, რომ ჩვენი ბიზნესი იტალიაში მნიშვნელოვნად დაზარალდა. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ვერ მოახერხა ვითარების ადეკვატური მართვა. თუმცა, მე ვნახე აზიის ქვეყნები, სადაც კარგად მართეს ვირუსის საწინააღმდეგო პროცესები, მაგალითად სინგაპურში, თუმცა, როგორც კი დაიწყეს გახსნა ბიზნესების, დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. ასე რომ, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ამ ვირუსს მაშინ მოვიშორებთ, როდესაც უმრავლესობა გადავიტანთ“ – აღნიშნა ფელიციო ფერაზიმ.

მისივე თქმით, საქართველო შედარებით პატარა ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც British American Tobacco (BAT) ოპერირებს. მანვე აღნიშნა რომ: “იყო პატარა ქვეყანა შეიძლება იყოს უპირატესობაც და პირიქითაც და ამ შემთხვევაში, კარგია რომ საქართველო პატარა ქვეყნაა, ვინაიდან  ის უფრო სწრაფად აღიდგენს ძალებს IMF, WB, ADB-ის და სხვა IFI-ების დახმარებით, მაგრამ აქაც საჭიროა სიმტკიცე და თანმიმდევრულობა, რომ დაზღვეული იყო ფატალური შეცდომებისგან”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.