საქართველოს ავტოდილერების რეიტინგი

საქართველოს ავტოდილერების რეიტინგი

2020 წელს საქართველოში 72,000-ზე მეტი ავტომობილი შემოვიდა, რაც, პანდემიის მიუხედავად, 2019 წელთან შედარებით 8%-ით მეტი იყო. თუმცა ამ ავტომობილების უდიდესი ნაწილი მეორეულია, რადგანაც1 წლამდე ავტომობილების იმპორტი მთლიანი ნაკადის 4.5%-ს, 1-დან 3 წლამდე ავტომობილების იმპორტი კი მთლიანი ნაკადის 6%-ს უდრიდა. შესაბამისად, ახალი კატეგორიის და უშუალოდ გლობალური ავტობრენდების დილერების მიერ შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობა მთლიანი იმპორტის 10%-ზე ნაკლები იყო.

ავტოდილერებს შორის როგორც ბრენდების რაოდენობით, ასევე მომსახურების ქსელით და შემოსავლებით პირველ ადგილზეა „თეგეტა მოტორსის ჯგუფი“, რომელიც თავად და შვილობილი კომპანიების მეშვეობით ბაზარზე Toyota-ს, Porsche-ს, Volvo-ს, Man-ს და სხვა კომპანიებს წარმოადგენს.

2020 წელს ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 659.4 მილიონი ლარი იყო, რაც მსუბუქი ავტომობილების, ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების რეალიზაციის გარდა საბურავების, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა მასალების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი იყო. ფირმას აღნიშნული მიმართულებების მიხედვით საკუთარი შემოსავალი დეტალურად ჩაშლილი არა აქვს.

მეორე ადგილზეა „ჯი-თი გრუპი“, რომელიც ბაზარზე Ford-ის, Land Rover-ის, Jaguar-ის, Suzukiის ბრენდებს წარმოადგენს. 2020 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 229.4 მილიონი ლარი იყო, აქედან უშუალოდ მსუბუქი ავტომობილების რეალიზაციიდან მიღებული თანხა 123.5 მილიონს შეადგენდა, მიკროავტობუსების რეალიზაცია – 41 მილიონს, ავტოტექნიკის რეალიზაციის შემოსავალი კი 27.3 მილიონი იყო.

გაყიდვებით მესამე ადგილზეა „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, რომლის გაყიდვებიც 91 მილიონი ლარი იყო. აქედან უშუალოდ ავტომობილების რეალიზაციაზე 75.2 მილიონი ლარი მოდის.

საქართველოს ავტოდილერების რეიტინგი

ავტოდილერები

წელი

შემოსავალი

1

ჯგუფი „თეგეტა მოტორსი“2020

659.5 მილიონი ₾

2

„ჯი-თი გრუპი“2020

229.4 მილიონი ₾

3

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“2020

91 მილიონი ₾

4

Mercedes-Benz Georgia (შპს „აკა“)2020

73.3 მილიონი ₾

5

„იბერია ბიზნეს ჯგუფი“ Skoda-ს, Audi-ს, KIA-ს დილერი2019

66.9 მილიონი ₾

6

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“2019

31.2 მილიონი ₾

7

„სტრადა მოტორსი“ FIAT-ის, ALFA ROMEO-ს, JEEP-ი დილერი2020

13 მილიონი ₾

8

„ომეგა მოტორსი“ BMW2019

12 მილიონი ₾