თიბისის ციფრულ ბანკში კომუნალური გადასახადების გადახდა მარტივადაა შესაძლებელი

თიბისის ციფრულ ბანკში კომუნალური გადასახადების გადახდა მარტივადაა შესაძლებელი

 თიბისის ციფრულ ბანკში სხვადასხვა საბანკო პროდუქტით და სერვისით სარგებლობა დისტანციურადაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს.

ერთ-ერთი ასეთი მომსახურება – მობაილბანკით კომუნალური გადასახადების  გადახდაა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თიბისის ციფრულ ბანკში კომუნალური გადასახადების ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალი გააქტიუროს და კომუნალური გადასახადების საფასური ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში  ავტომატურად, მისთვის სასურველი ანგარიშიდან გადაიხადოს. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი  საკომისიო გადასახადისგან თავისუფლდება.

ამასთანავე, თიბისის მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც აქვს, რაც არსებული ან ახალი  კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა.  ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო უმარტივებს და ზოგავს მის დროს.

მობაილბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით თიბისის გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს არაერთ ინოვაციურ სიახლეს სთავაზობს.

დეტალური ინფორმაცია კომუნალური გადასახადების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე:  https://www.products.tbconline.ge/utilities

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.