საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge და Mastercard-ი მომხმარებლებს ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე სთავაზობენ

საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge და Mastercard-ი მომხმარებლებს ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე სთავაზობენ

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, მომხმარებლები ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge-სა და Mastercard-ის თანამშრომლობით, ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე მიიღებენ.

მომხმარებელს, რომელსაც ნებისმიერი სერვისის მიღება საკომისიოს გარეშე სურს, ამისათვის სჭირდება bogpay.ge-ზე გაიაროს მარტივი ავტორიზაცია და გადახდისას ნებისმიერი ქართული ბანკის “მასტერქარდის” ბარათი მიაბას.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებლის საჭიროებებზე იზრუნოს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ, რაც bogpay.ge-სა და Mastercard-ის კოლაბორაციას ეხება. ეს გულისხმობს, რომ მომხმარებლები ნებისმიერი სერვისის მიღებას საკომისიოს გარეშე შეძლებენ. Bogpay.ge მომხმარებლებს Mastercard-ის ბარათით, როგორც კომუნალურების და მობილურის შევსებას, ასევე დაზღვევისა და სხვა ნებისმიერი სერვისის გადახდას სთავაზობს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Bogpay.ge საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება. ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. Bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 400-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *