წლის პირველ ნახევარში, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით 18.2 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.2 მლნ ტონით აღემატება.
ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკით, გაზრდილია საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც და მან წლის პირველ 6 თვეში 8.1 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 7.9 მლნ ტონისა.
პორტებში გაიზარდა კონტეინერების მოცულობაც. კერძოდ საანგარიშო პერიოდში პორტებმა 284 147 TEU ერთეული კონტეინერი გადაამუშავეს, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 215 057 TEU ერთეული იყო.
ამავე პერიოდში, ფოთის პორტმა 4 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა – ზრდა 0.9 მლნ ტონა; სუფსის საზღვაო ტერმინალმა 1.8 მლნ ტონა – შემცირება 0.4 ლნ ტონა; ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა 1.6 მლნ ტონა – შემცირება 0.3 მლნ ტონა. უცვლელი დარჩა გადამუშავებული ტვირთების მოცულობა ყულევის საზღვაო ტერმინალში – 0.7 მლნ ტონა წლის პირველ 6 თვეში.
რაც შეეხება გადამუშავებულ კონტეინერებს – ფოთის პორტმა 6 თვეში 240 257 TEU ერთეული კონტეინერი მიიღო – ზრდა 68 730 TEU ერთეულია. დანარჩენი მოცულობა კი ბათუმის პორტზე მოდის – 43 890 TEU ერთეული კონტეინერი.
2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საქართველოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 0.4 მლნ ტონით შემცირდა და 4.1 მლნ ტონა შეადგინა. ბოლო 5 წელში კი საქართველოში ტვირთბრუნვა 5.3 მლნ ტონითაა შემცირებული.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა:
2014 წელი – 46.4 მლნ ტონა
2015 წელი – 44.2 მლნ ტონა
2016 წელი – 42.3 მლნ ტონა
2017 წელი – 41.5 მლნ ტონა
2018 წელი – 41.1 მლნ ტონა.