საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 736 357 შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3% მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, მოსახლეობაში კაცების რაოდენობა 1 793 820-ს შეადგენს , ხოლო ქალების რაოდენობა 1 942 537-ს უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია.
რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს: ბავშვების (0-14) წილი – 20.7%, შრომისუნარიანი ასაკის (15-64) პირების წილი – 63.8%, ხანდაზმულების (65+) წილი კი 15.6%-ია.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ემიგრანტების რაოდენობამ 125 269 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რაოდენობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 ადამიანს გაუტოლდა.