ვერაზე თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი - „თოდუას კლინიკა ვერა“ გაიხსნა

ვერაზე თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი - „თოდუას კლინიკა ვერა“ გაიხსნა

ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის 10 ნომერში, თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი – „თოდუას კლინიკა ვერა“ გაიხსნა. უახლესი აპარატურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილიალი, პაციენტებს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების მომსახურებას სთავაზობს.

კლინიკის პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში სრული ამბულატორიული სერვისი მიიღონ: რადიოლოგია (კტ, მრტ, ულტრაბგერა, რენტგენი, მამოგრაფია – ტომოსინთეზით, დენსიტომეტრია), ენდოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ალერგოლოგია, დერმატოლოგია/ ონკოდერმატოლოგია, კლინიკური ონკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, საოჯახო მედიცინა. ასევე, გამოიკვლიონ ინფექციური სნეულებები და ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმების მიზნით, „ჩექაფ“ სერვისი მიიღონ.

კლინიკას ახალი მიმართულება – პედიატრია დაემატა. პედიატრიული მომსახურების მიღება მხოლოდ ვერის ფილიალში იქნება შესაძლებელი.

თიბისი 2007 წლიდან თოდუას კლინიკის ფინანსური პარტნიორია. თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია და ამ მიმართულებით, ბანკის ბაზრის წილი 54%-ია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *