დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის.
სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში იანვარ-ივნისში გაცემულია 4991 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,0 პროცენტით მეტი) 3520,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,5 პროცენტით მეტი).
ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 11,1 პროცენტი – აჭარაზე ნაწილდება.
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის. კერძოდ, 36,4 პროცენტი ქ. თბილისზე, 15,0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.
სულ, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში შევიდა 1370,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 47,6 პროცენტით მეტი) 1236 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 6,3 პროცენტით მეტი).