საქართველოს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა იზრდება

საქართველოს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა იზრდება

2017 წლის პირველი 6 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 40.07%-ით არის გაზრდილი. 

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 8 768 სამგზავრო და სატვირთო რეისი (7 016 რეგულარული და 1 752 ჩარტერული), რაც 39,48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (6 286 რეისი). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.15%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს – 57 811 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს – 65 992  ერთეული გადაფრენა).

საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 16 941.729 ტონა შეადგინა, რაც 4 846.43 ტონით, შესაბამისად – 40.07%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *