საქართველოს სახელმწიფო ვალი - ვისგან და რამდენს ისესხებს ქვეყანა მომდევნო 3 წელში

საქართველოს სახელმწიფო ვალი - ვისგან და რამდენს ისესხებს ქვეყანა მომდევნო 3 წელში

მთავრობამ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია შეიმუშავა და დაამტკიცა.

მსგავსი სტრატეგიის არსებობა ქვეყნების მთავრობებს ეხმარება, რომ მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება, შეაფასონ და მართონ ისინი, ასევე   შეამცირონ ვალის მომსახურების ღირებულება და უზრუნველყონ ვალის მართვის პროცესის გამჭვირვალობა. 

საქართველომ 2019-2021 წლების სტრატეგია IMF-თან და მსოფლიო ბანკთან ერთად შეიმუშავა. 

2018 წლის ბოლოს მდგომარეობით, (წინასწარი მომაცემებით) საქართველოს მთავრობის ვალის პროცენტული ფარდობა მშპ-თან მიმართებაში შეადგინა 42.1%, მათ შორის 34.2% იყო საგარეო ვალი. მომდევნო სამ წელში კი ის შემდეგნაირად უნდა შეიცვალოს: 

მთავრობის ვალი მშპ-სთან: 

  • 2019 წელი – 41.4%
  • 2020  წელი – 41.5%
  • 2021 წელი – 40.6%

მთავრობის ვალის პორტფელში მნიშვნელოვანი წილი (81.3%) უჭირავს საგარეო ვალს. საგარეო ვალის დიდი ნაწილი – 88.1% არის კრედიტორებისგან მოზიდული სესხები, უმეტესად შეღავათიანი პირობებით. მეორე დიდ ნაწილს 9.5%-ს შეადგენს ევრობონდი, ხოლო საგარეო ვალის დარჩენილ ნაწილს, 2.4%-ს, შეადგენს „ისტორიული საგარეო ვალი“  . რაც შეეხება საშინაო ვალს, მის 69.3%-ს შეადგენს სახაზინო ობლიგაციები, 17.3%- ს სახაზინო ვალდებულებები და დარჩენილ 13.3%-ს სახელმწიფო ობლიგაციები .

2018 წლის ბოლოს მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის 35% დენომინირებულია SDR-ში, 34% აშშ დოლარში, 27% ევროში, ხოლო დარჩენილი 4% სხვა ვალუტებში. 

მთავრობის ვალის 81.3% დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის უცხოური ვალუტების მიმართ გაუფასურებას ექნება უარყოფითი გავლენა მთავრობის ვალის მნიშვნელოვან ნაწილზე. 

2019 წელს, კრედიტორებისგან 1,686.1 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსების მიღებაა მოსალოდნელი. მათ შორის, 1,301.1 მილიონი ლარი პროგრამული სესხები, ხოლო 385.0 მილიონი მთავრობის რეფორმების მხარდამჭერი სესხები. 

სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში 2019 წელს საქართველო შემდეგ გადმორიცხვებს ელოდება: 

როგორც ცნობილია, საქართველოს აქვს გამოშვებული 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევრობონდი, რომელიც უნდა დაიფაროს 2021 წელს. სტრატეგიის მიხედვით, მთავრობა 2019 წლის განმავლობაში შეიმუშავებს გეგმას არსებული ევრობონდის დაფარვასთან დაკავშირებით. 

რადგან საქართველოს ვალის უდიდესი წილი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, იმისათვის, რომ შემცირდეს მთავრობის ვალის პორტფელის სავალუტო რისკთან დაკავშირებული რისკები, 2021 წლისთვის დაგეგმილია მთავრობის ვალში საშინაო ვალის წილმა შეადგინოს სულ მცირე 20%, ხოლო გრძელვადიან პერიოდში, ეტაპობრივად გაიზარდოს 35%-მდე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *