საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1888.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6 პროცენტით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4 პროცენტით მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.

გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემდეგმა ათმა კომპანიამ განახორციელა: 

  • შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი – საქმიანობა: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება; ტანსაცმელი და აქსესუარები. 
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო – მინერალური წყლებისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება.
  • BP ჯგუფი – ენერგოტრანსპორტირება და საწვავის მიწოდება.
  • შპს მაგთიკომი – მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი.
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია – ელექტროენერგიის წარმოება, განაწილება.
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი – ენერგეტიკა, ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული, სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება.
  • სს მეტრო ავრასია ჯორჯია – მშენებლობა, უძრავი ქონება, ტრანსპორტი და გადაზიდვები.
  • ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში – ნავთობსადენების და გაზსადენების მშენებლობა, ასევე სარემონტო სამუშაოები. 
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი – თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის ფონდი.
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია – ელექტროენერგიის წარმოება, განაწილება. 

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ასევე, სტატისტიკის სამსახური არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *