საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება - კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება - კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია – All Star-ი გაიმართება.

All Star-ის ფარგლებში, საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ. მათი შერჩევა კი ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს.

ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

All Star-ის ფარგლებში ჩატარდება ჩატენების, სამქულიანების კონკურსი და All Star-ის თამაში.

საკალათბურთო მატჩები 28 იანვარს, თბილისი არენაში გაიმართება.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. S