საქართველოში ირანელი მოგზაურების რაოდენობა 57.8%-ით შემცირდა

საქართველოში ირანელი მოგზაურების რაოდენობა 57.8%-ით შემცირდა

ივნისში საქართველოში 13 230 ირანელი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 54%-ით ჩამორჩება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, წლის დასაწყისიდან ირანიდან საქართველოს 61 340 მოგზაური ეწვია, რაც 57.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.  წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს ირანიდან  145 159 ვიზიტორი ეწვია. 

2019 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,127,142 შეადგინა, რაც 193,368-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე – ზრდა +10%. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 6 თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +8.4%. 

რაც შეეხება 2019 წლის ივნისის თვეს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 471,979 შეადგინა, რაც 71,990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე – ზრდა +18%. 

ივნისში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 873,966 შეადგინა – ზრდა +20.2%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.