ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა და 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა. მაისში საარსებო მინიმუმი 190 ლარი და 10 თეთრი იყო.
საქსტატის მონაცემებით, წლიურად შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 15 ლარით და 10 თეთრით არის გაზრდილი.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 166 ლარი და 60 თეთრია, ხოლო საშუალო ოჯახის 315.5 ლარი.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 266 ლარს და 50 თეთრს შეადგენს, სამსულიანის 199 ლარსა და 80 თეთრს, ხოლო ოთხსულიანის კი 333 ლარს და 10 თეთრს.
საქსტატი საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე. საარსებო მინიმუმის კლება/მატება კი აღნიშნული პროდუქტების ფასებზეა დამოკიდებული.