სასტუმრო "სტამბა" AHEAD Global Awards-ზეა წარდგენილი

სასტუმრო "სტამბა"  AHEAD Global Awards-ზეა წარდგენილი

სასტუმროსთვის ხმის მიცემა ნებისმიერ პირს შეგიძლიათ

სასტუმრო „სტამბაAHEAD Global Awards-ზეა წარდგენილი. გამარჯვების შემთხვევაში ქართული „სტამბა“ მსოფლიო მასშტაბით სასტუმრო ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდება.

გარდა ჟიურის წევრებისა, სასტუმრო „სტამბას“ გამარჯვება დამოკიდებულია ხმის მიცემის პროცესზე. კონკრეტული სასტუმროსთვის ხმის მიცემა კი ნებისმიერ პირს შეუძლია.

ხმის მისაცემად საჭიროა აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/2SPoGf2 ამოირჩიოთ სასტუმროები ყველა კატეგორიაში, ან მონიშნოთ SKIP CATEGORY. კატეგორიის – The New Concept of the Year, სასტუმროების ჩამონათვალში შესაძლებელია აირჩიოთ სასტუმრო „სტამბა“.

გვერდის ბოლოს წერილობით უნდა აღნიშნოთ ფავორიტი სასტუმრო და მიუთითოთ ხმის მიმცემის სახელი, გვარი და იმეილი.

სასტუმრო „სტამბა“ თბილისში „აჭარა ჯგუფმა“ გასული წლის გაზაფხულზე გახსნა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *