სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში 67% შეადგინა

სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში 67% შეადგინა

ჩვეულებრივ, საქართველოში სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი ზაფხულის ბოლო თვეში განსაკუთრებით მაღალია ხოლმე. შესაბამისად, გამონაკლისი არც 2021 წლის აგვისტო აღმოჩნდა და სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელმა 67% შეადგინა. საინტერესოა, რომ გაზრდილია მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელიც ივლისთან შედარებით, როცა აღნიშნული 42%-ს უტოლდებოდა.

რაც შეეხება დიდ სასტუმროებს, აქ დატვირთვის მაჩვენებელმა 68% შეადგინა, რაც მხოლოდ 11%-ით ჩამორჩება 2019 წლის მონაცემებს. წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 15%-იანი გაუმჯობესების მიზეზი არა მხოლოდ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდაა, არამედ ადგილობრივ ბაზარზე ადგილობრივი დამსვენებლების მოთხოვნის მატებაც.

საინტერესოა, რომ თბილისში აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის აგვისტოში 73% იყო, რაც მხოლოდ 6%-ით ჩამორჩებოდა 2019 წლის მსგავს მონაცემს. ზღვისპირეთში კი სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი 64%-ს უტოლდებოდა. მიმდინარე წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი კახეთის რეგიონისათვის აღმოჩნდა. 2021 წლის აგვისტოში კახეთის სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელმა 69% შეადგინა, რაც 22%-ით მაღალია 2019 წლის მონაცემებზე. წელს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კახეთს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

საინტერესო აღმოჩენაა ისიც, რომ წელს განსაკუთრებით მაღალი იყო ადგილობრივი მოთხოვნაც ქართულ სასტუმროებზე, რამაც დადებითი გავლენა იქონია მთლიანად დატვირთვის მაჩვენებელსა და შემოსავლებზე.

საერთაშორისო ტურიზმის შეფერხებამ ჯაჭვურად გამოიწვია ციფრული არხებით სარგებლობის შემცირებაც TBC-ის საბანკო არხებში.