ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაკოტრებული კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელ სემ ბენკმენ-ფრიდს პატიმრობიდან 250 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
მოსამართლის განცხადებით, ბენკმენ-ფრიდს ბრალად ედება აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური თაღლითობის ორგანიზება, რომელმაც ინვესტორები და FTX-ის მომხმარებლები თითქმის $8 მილიარდით დააზარალა, თუმცა მისი გათავისუფლება ჯარიმის სანაცვლოდ მაინც მიზანშეწონილი და ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელია.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ბენკმენ-ფრიდს 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა, მათ შორის იყო: ფულის გათეთრება, ფინანსური რეგულაციების დარღვევა, ანგარიშგების წარმოების პროცედურების დარღვევა, ფინანსური თაღლითობა, კლიენტების აქტივების მითვისება და ფინანსების არამიზნობრივი განკარგვა.
სასამართლოს მიერ ყველა ზემოჩამოთვლილი მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სემ ბენკმენ-ფრიდს 115 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯებოდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
FTX-ის დამფუძნებლის განმარტებით, მას ამჟამად 100,000 დოლარზე მეტი არ აქვს, ამიტომაც მის გირაოს მშობლები და ბიზნესპარტნიორები გადაიხდიან, რომელთა ვინაობაც ყოფილ მილიარდერს არ გაუსაჯაროებია.