თიბისის მხარდაჭერით, სლოვენიაში „ბიბლუსი ჯგუფის“ მაღაზია - XS Igrace (XS Toys) გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, სლოვენიაში „ბიბლუსი ჯგუფის“ მაღაზია - XS Igrace (XS Toys) გაიხსნა

„ბიბლუსი ჯგუფმა“სლოვენიაშიქალაქ ცელიეში, თიბისის მხარდაჭერით, მაღაზია – XS Igrace (XS Toys) გახსნა, რაც ჯგუფის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია.

მაღაზია XS Igrace მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში – Citycenter Celje-ში მასპინძლობს.

როგორც საქართველოში, ისე სლოვენიაში, XS Toys უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რითეილერი კომპანიაა, რომლის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდები: Hasbro, Mattel, LEGO, MGASpin Master, Jazwares and Bruder, Moose, SchleichTY და სხვა.

„ბიბლუსი ჯგუფი“ სლოვენიაში სამომავლოდ 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს.

ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია და აერთიანებს: წიგნების მაღაზიათა ქსელს – „ბიბლუსს“, სათამაშოების მაღაზიებს – „პეპელას“ და XS Toys-სმულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს – „მულტის“ და კაფეების ქსელს – „პიატოს“. ჯამში, ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *