სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ჩინური კომპანიების აშშ-ს საფონდო ბირჟებიდან მოხსნა დაიშვება

სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ჩინური კომპანიების აშშ-ს საფონდო ბირჟებიდან მოხსნა დაიშვება

სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, როლითაც ჩინური კომპანიების აშშ-ს საფონდო ბირჟებიდან მოხსნა დაიშვება. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც სენატორმა ჯონ კენედიმ და კრის ვან ჰონელმა წარადგინეს, ბირჟებზე დალისტთვის კომპანიებს მოეთხოვებათ დაამტკიცონ, რომ ისინი უცხოური მთავრობის კონტროლქვეშ არ არიან.

ამ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დალისტული ჩინური კომპანიების, მათ შორის Baidu-ს და Alibaba-ს აქციები დაეცა.

“მე არ მინდა ახალ ცივ ომში შესვლა. მე მსურს ჩინეთმა ითამაშოს წესებით“, – განაცხადა კანონპროექტის ავტორმა კენედიმ.

“საჯაროდ დალისტული კომპანიები ყველა ერთსა და იმავე სტანდარტებს უნდა მიჰყვეს. ეს კანონპროექტი ინვესტორებს უზრუნველყოფს გამჭვირვალობით, რაც მათ სჭირდებათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამაყი ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს დღეს დავამტკიცოთ ერთობლივი, ორპარტიული მხარდაჭერით“, – განაცხადა კანონპროექტის მეორე ავტორმა ვან ჰოლენმა.

აშშ-ის კანონმდებლობის გამკაცრება სავარაუდოდ გავლენას იქონიებს ისეთ წამყვან კერძო ჩინურ კორპორაციებზე, როგორიცაა მაგალითად ჯეკ მას Ant Financial-ი და ByteDance.

შეგახსენებთ, ჩინეთსა და აშშ-ის შორის კავშირები დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ორმა ქვეყანამ სავაჭრო შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, ოთხშაბათს დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გამოვიდა ჩინეთის მკაცრი კრიტიკით, მან განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აშშ-სა და ევროპის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის უკან დგას.

“ეს ყველაფერი ზემოდან მოდის“, – დაწერა თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერშიც“. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.