Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ამავე თვესთან შედარებით 19%-ით, 1,401 ერთეულამდე გაიზარდა.
საანგარიში პერიოდში ბათუმის საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 18%-ით გაიზარდა და 70 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28%-იანი კლება დაფიქსირდა.
ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,126 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, კვ.მ.-ზე 988 აშშ დოლარამდე შემცირდა.
მიმდინარე წლის III კვარტალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11%-ით, 3,813 ერთეულამდე გაიზარდა. ამავდროულად, ბაზრის ზომა 15%-ით, 198 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ღირებულებას, III კვარტალში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,119 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში მხოლოდ 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ფასი კი 1,012 აშშ დოლარს გაუტოლდა.