სერ რიჩარდ ბრენსონის კუნძული ბლოკჩეინის სამიტს უმასპინძლებს

სერ რიჩარდ ბრენსონის კუნძული ბლოკჩეინის სამიტს უმასპინძლებს

მომავალ კვირას ბიზნესისა და სამთავრობო სექტორის 50-მდე ლიდერი სერ რიჩარდ ბრენსონის კერძო კუნძულზე შეიკრიბება, სადაც ბლოკჩეინის ყოველწლიური სამ-დღიანი სამიტი გაიმართება. 

შექმნიდან თითქმის  9 წლის შემდეგ, ბიტკოინის ფასმა საკუთარი რეკორდი წელს არაერთხელ მოხსნა, – ის ორჯერ უფრო ძვირია ვიდრე ოქრო. ისეთი მსხვილი ორგანიზაციები კი როგორიც  IBM, JPMorgan Chase, Microsoft, Visa და Intel-ია, ბლოკჩეინის გამოყენების შესაძლებლობას აქტიურად სწავლობენ. 

 Bitfury-ის ორგანიზებით გამართულ სამიტს დაესწრებიან ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესი, ეკონომისტი ჰერნანსო დე სოტო და საბერძნეთის ევროპული პარლამენტის წევრი ევა კაილი. 

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ბლოკჩეინის სამიტზე მსოფლიოს საუკეთესო მოაზროვნეები შევკრიბოთ და ვიმსჯელოთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგია, ისე რომ მისგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ“, – ამბობს ვალერი ვავილოვი, Bitfury-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 

ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, იგი დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არაერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება.  

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *