სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

AP-ის ინფორმაციით, ინდონეზიაში “დიდი ოცეულის” ქვეყნების შეხვედრაზე ჩასვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლავროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლობა ინციდენტს უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, აღნიშნული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ფეიკ ნიუსს”.