"შავი პარასკევი" უქმდება?!

"შავი პარასკევი" უქმდება?!

2020 წელი “შავ პარასკევს” სრულიად შეცვლის. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ათწლეულების განმავლობაში, სავაჭრო ცენტრები “შავ პარასკევს” ასი-ათასობით მყიდველს იზიდავდა. თუმცა, წელს უკვე რთული წარმოსადგენია, როგორ მოიყრის თავს დახურულ სივრცეში უამრავი ადამიანი პანდემიის პირობებში.

“რთული ვითარების გათვალისწინებით, შავი პარასკევი შეიძლება საერთოდ აღარ იყოს,” – ამბობს სქოთ რენქინი, KPMG US-ის სავაჭრო სტრატეგიის ლიდერი. 

“ერთადერთი გზა შავი პარასკევის ჩასატარებლად დღესასწაულამდე ვაქცინის შემოღება და ვაქცინით ყველას უზრუნველყოფაა,” – აცხადებს სქოთი. თუმცა, ექსპერტების თანახმად, ვაქცინის შექმნას და ტესტირების პროცესის დასრულებას მინიმუმ 18 თვე ესაჭიროება.

სავაჭრო ცენტრ Macy’s-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ჟენეტი უკვე ფიქრობს “შავ პარასკევის” შესაძლო ალტერნატივებზე. ჟენეტი ამბობს, რომ წელს, Macy’s-ი “შავ პარასკევს” ონლაინ გადაიტანს, მცირე მოდიფიკაციით: მყიდველი თავის შეკვეთას ონლაინ დააფიქსირებს და პერსონალი შენაძენს მანქანაშივე მოუთავსებს, ისე, რომ მყიდველს ავტომობილის დატოვებაც არ მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ “შავმა პარასკევმა” ბოლო ხუთი წელია ნაწილობრივ ონლაინ უკვე გადაინაცვლა. ბოლო წლებში ინდუსტრიის მეთვალყურეებმა ონლაინ მყიდველების მკვეთრი ზრდა შენიშნეს. 2019 წელს, მომხმარებლებმა $600 მილიარდზე მეტი ონლაინ დახარჯეს, რაც გასულ წელთან შედარებით, 15%-ით მეტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.