შავი ზღვის ღვინის ისტორიის 8 000-წლიანი მარკეტინგი

შავი ზღვის ღვინის ისტორიის 8 000-წლიანი მარკეტინგი

ამერიკული Forbes ქართული ღვინის შესახებ წერს.

საქართველო ღვინის წარმოებით თითქმის ცივილიზაციის დაბადებიდან არის დაკავებული, არქეოლოგებმა კი ქართული მეღვინეობა 8 000-წლიანი ისტორიით დაათარიღეს. ეს არის ქვეყანა, სადაც ძველ ტრადიციებს ღვინის წარმოებაში დღესაც ხშირად იყენებენ და კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭელი ქვევრი აქტუალობას არაფრით კარგავს.

ქვევრი ღვინის დასაყენებლად გამოიყენება. მისი მოხმარება სპეციფიურია – მას მიწაში ფლავენ და ჰერმეტიულად ხურავენ ღვინის შესანახად. 

ბოლო პერიოდებში აღნიშნული ფორმის თიხის ჭურჭელს უკვე ხშირად შეხვდებით ევროპულ და ჩრდილოეთ ამერიკის ღვინის ქარხნებში, რაც ამ უძველესი პრაქტიკის აღიარებაა. ქართულ ღვინის გემოს უნიკალურობას თიხის მინერალები სძენს.

ქართულ ღვინოს განუმეორებლობას ასევე ის ყურძნის ჯიშები სძენს, რომელსაც ღვინის წარმოებაში იყენებენ. ზოგიერთ ყურძნის ჯიშს  5 000-წლიანი ისტორიაც კი აქვს. 80 ჯიშიდან, ამერიკაში ყველაზე ცნობილი წითელი საფერავი და თეთრი რქაწითელია.

ქართული ღვინით უფრო და უფრო ხშირად ინტერესდებიან როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკიდან და წარმოების უკეთ გასაცნობად ხშირად სტუმრობენ ამ ქვეყანას.

სწორედ ამ მიზნით გაყვნენ ქართული ღვინის ისტორიას საქართველოში Södertörn უნივერსიტეტის ბიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენლები. როგორც ისინი აღნიშნავენ ქართველებს ღვინის ისტორიის თხრობის მანერაც ძალიან საინტერესო აქვთ, რომელსაც როგორც ერთგვარ მარკეტინგულ იარაღად იყენებენ საკუთარი ღვინის პოპულარიზაციის გასაზრდელად.

ამ მიზნით Södertörn უნივერსიტეტის ბიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენლები შემდეგ ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ  შატო მუხრანი (Chateau Mukhrani), ბდაგონი, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამულები და ქართული ღვინის კორპორაცია.

მარკეტინგულ კვლევებზე დაყრდნობით, უკვე ცნობილია, რომ სავაჭრო ნიშნები, ბრენდები, გეოგრაფიული აღნიშვნები და მოთხრობები არის სამეწარმეო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ღვინის ინდუსტრიაში ბაზარზე დიფერენცირების მისაღწევად.

ბიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული მარკეტინგული კამპანია 8 000 წლიანი ღვინის ისტორიაა.

ქართული ღვინის კომპანიები აცხადებენ, რომ საქართველო “ღვინის წარმოების აკვანია”, სადაც მეღვინეობა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაიწყო მრავალი საუკუნის წინ.

დღეს ქვეყანაში ღვინის ორი ძირითადი რეგიონია: დასავლეთი და აღმოსავლეთი, ორივე რეგიონში არის ქვევრის მეღვინეობა.

დასავლეთში ღვინოების დიდი ნაწილინახევრად ტკბილი ან ტკბილია და მათი იმპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება. ხოლო, აღმოსავლეთი უფრო წარმოდგენილია მშრალი ღვინოებით, როგორიცაა საფერავი და რქაწითელი.

ადგილობრივები ღვინის ისტორიას რელიგიასაც უკავშირებენ და აღნიშნავენ, “როგორც კი თიხის ჭურჭელი დაილუქება, ეს უკვე საიდუმლოა ღმერთსა და ქვევრს შორისო”. ბერები, მღვდლები და მორწმუნენი ხშირად ლოცულობენ, რომ მიიღონ ყურძნის კარგი მოსავალი და კარგი ღვინო.

ბიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენლები ასკვნიან, რომ ქართული ღვინის ისტორიის აღნიშნული ხაზები არის მძლავი მარკეტინგული იარაღი რომლეიც კარგად მუშაობს, როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში.

წყარო: Forbes.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *