შოთა არველაძე 64 ბიბლიოთეკის განახლებას სრულად დააფინანსებს

შოთა არველაძე 64 ბიბლიოთეკის განახლებას სრულად დააფინანსებს

შოთა არველაძე საქართველოში არსებული საჯარო ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროგრამას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წიგნის ფონდის შევსების პროექტში ერთვება და ბიბლიოთეკების განახლებას სრულად დააფინანსებს, – ამის შესახებ ფეხბურთელმა Facebook-ში დაწერა.

„არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის დასაჭირო წიგნის გარეშე. რთულ პირობებში ცხოვრების პარალელურად, წიგნი შეიძლება ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რაც ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოს და იმედით სავსეს ხდის.

ამიტომ ვერთვები ბიბლიოთეკების წიგნის ფონდის შევსების პროექტში და ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება – გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება“, – ვკითხულობთ არველაძის განცხადებაში.

ამ წამოწყებაში ფეხბურთელი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ერთვება და თან, პროექტში ჩართვისკენ  სხვა სპორტსმენებსა და მწერლებსაც მოუწოდებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *