შვედეთის თანასწორობის ომბუდსმენი H&M-ის მიერ შესაძლო რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევას იკვლევს

შვედეთის თანასწორობის ომბუდსმენი H&M-ის მიერ შესაძლო რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევას იკვლევს

შვედეთის თანასწორობის ომბუდსმენი, რომელიც სამთავრობო უწყებას წარმოადგენს, აცხადებს რომ გამოძიებას იწყებს ტანსაცმლის რითეილერ H&M-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ეს კომპანია შვედეთის მაღაზიებში რასიზმში დაადანაშაულეს.

შვედურმა გამოცემა The Aftonbladet-მა გაავრცელა ინფორმაცია ნოემბერში, რომლის მიხედვითაც ქალს, რომელსაც უცხოური წარმომავლობა ჰქონდა, უარი უთხრეს შეძენილი ნივთის გაცვლაზე ქვითრის გარეშე, მაშინ როდესაც შვედ რეპორტიორს აღნიშნული გამოცემიდან თავისუფლად გაუცვალეს. The Aftonbladet შესაბამის ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

ცნობისთვის, H&M-ის წესების მიხედვით, შეძენილი ნივთის გაცვლა ქვითრის გარეშე შესაძლებელია.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად ტანსაცმლის ბრენდი Facebook-ზე გამოეხმაურა და მკაცრად დაგმო ყველა ფორმის რასიზმი და დისკრიმინაცია, თუმცა, გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე კომენტარი არ გააკეთა.

“შვედეთის თანასწორობის ომბუდსმენმა კომპანია H&M-ში შემოწმების ჩატარების ინიციატივა დააყენა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კომპანია შვედებისგან განსხვავებულად ექცევა ეთნიკურად სხვა წარმომავლობის ადამიანებს და არახელსაყრელ სიტუაციაში აყენებს, თუნდაც სთხოვს ქვითარს ნივთის გადასაცვლელად, კომპანიის პოლიტიკას ეწინააღმდეგება“, – განაცხადეს ომბუდსმენის აპარატში და დასძინეს რომ შემოწმების მიზანია დაადგინოს, იყო თუ არა დარღვევა და დისკრიმინაცია.

H&M-ის პრესსპიკერის განცხადებით, კომპანიაც იძიებს რა მოხდა რეალურად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *