Siemens-ი ამერიკულ კომპანია Brightly-ის $1.58 მილიარდად ყიდულობს

Siemens-ი ამერიკულ კომპანია Brightly-ის $1.58 მილიარდად ყიდულობს

Siemens-ი კერძო სააქციო ფირმა Clearlake Capital-ისგან პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკულ კომპანია Brightly Software-ს ყიდულობს. $1.58-მილიარდიანი გარიგება კომპანიის პროგრამული შესაძლებლობების გაფართოებასა და კონკურენტებთან შედარებით სწრაფ განვითარებას ისახავს მიზნად.

ამერიკული კომპანია Brightly-ის cloud-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა, შენობებში დაინსტალირებული სენსორებიდან, პრობლემის წარმოშობამდე საჭირო ტექნიკური მომსახურების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის გამოიყენება. Siemens Smart Infrastructure-ი კი ციფრული სისტემით, შენობების უსაფრთხოებასა და ენერგიის მოხმარებას არეგულირებს და Brightly-ის შეძენით „პროგრამული უზრუნველყოფის, როგორც სერვისის“ (SAAS) განვითარებას გეგმავს.

Clearlake-მა კომპანია Brightly 2019 წელს დაახლოებით $500 მილიონად შეისყიდა. Siemens-ის ინფორმაციით, 2022 წლისთვის Brightly-ის შემოსავალმა $180 მილიონს უნდა მიაღწიოს. ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის წლიური ზრდის ტემპი ბაზარზე 13%-ს შეადგენს. შესყიდვის შესახებ გარიგება სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

Brightly-ის შეძენითა და საინჟინრო ბიზნესის ციფრულ გამოცდილებასთან შერწყმით, Siemens-ი ისეთი კომპანიებისთვის გეგმავს კონკურენციის გაწევას, როგორიც Schneider Electric-ი, Alstom-ი და General Electric-ია. Siemens-მა, „პროგრამული უზრუნველყოფის, როგორც სერვისის“ (SAAS) საშუალებით, ახალ ბაზრებზე შესვლა ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *