სიღარიბის დათვლის მეთოდოლოგია იცვლება

სიღარიბის დათვლის მეთოდოლოგია იცვლება

საქართველოში სიღარიბის დათვლის მეთოდოლოგია იცვლება. სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლის გამოქვეყნება წელს სტატისტიკის სამსახურმა პირველად დაიწყო. აბსოლუტური მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიასთან არის დაახლოვებული. საქართველოში სიღარიბის 2015-2016 წლების მაჩვენებელს მსოფლიო ბანკი მომავალი წლის დასაწყისში გამოაქვენებს. მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 32,2%-ია, რაც მილიონ ადამიანზე მეტია.

დღეს მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნების შედარება სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით, განსხვავებული მეთოდოლოგიების გამო არ ხდება.

ბანკის მეთოდოლოგიით ქვეყნებს, შესაძლოა ჰქონდეთ როგორც სიღარიბის ერთიანი ეროვნული მაჩვენებელი, ასევე ის შესაძლოა განსხვავდებოდეს სოფლად და ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის მიხედვით, რადგან მოსახლეობის გეოგრაფიული მდებარეობა ცხოვრების ხარჯებს შორის განსხვავებას იძლევა.

ეროვნული სიღარიბის მაჩვენებელი მოიცავს მონაცემებს შინამეურნეობების შემოსავლებსა და ხარჯებზე, მათ შორის იმ პროდუქციისგან მიღებულ შემოსავალზე, რომელსაც თავად აწარმოებს, ასევე მეთოდოლოგიაში გათვალისწინებულია აღნიშნული პროდუქციის მოხმარების მაჩვენებელიც.

სიღარიბის ეროვნული ზღვარი შეესაბამება სხვადასხვა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ გარემოებებს და ასახავს მოხმარების ან შემოსავლის ზღვარს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი არ ითვლებოდეს ღარბად. სიღარიბის მაჩვენებლის შედარება სხვადსხვა ქვეყნებთან არ ხდება, არამედ ის მიზნად ისახავს სხვადსხვა ქვეყნებში სიღარიბის დაძლევის სტარტეგიების შემუშავებას. ამასთან, მეთოდოლოგიაში გათვალისწინებულია ინფლაციის მაჩვენებელიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.