სინგაპურის პრემიერი - ვირუსი შესაძლოა უფრო დამაზიანებელი იყოს, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისი

სინგაპურის პრემიერი - ვირუსი შესაძლოა უფრო დამაზიანებელი იყოს, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისი

კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი იყო სინგაპურისთვის. ამის შესახებ სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლი სიან ლუნიმ განაცხადა.

“არ შეგიძლია თქვა წინასწარ როდის დასრულდება პანდემია, თუმცა, იგი სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გაგრძელდება და საკმაოდ შესაძლებელია, რომ უფრო დიდხანსაც. ეკონომიკური დარტყმა ახლა უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო და უფრო ხაგრძლივიც“, – დაწერა სინგაპურის პრემიერმა “ფეისბუქზე“.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამდე სინგაპურის ეროვნულმა ბანკმა სცადა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ბაზრები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობაზე დამოკიდებული სინგაპურის ეკონომიკა განსაკუთრებით მოწყვლადია არსებული საფრთხეების პირობებში.

შეგახსენებთ, სინგაპურში კორონავირუსით დაინფიცირების 220-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.