Societe Generale სამუშაო ადგილების შემცირებას აპირებს

Societe Generale სამუშაო ადგილების შემცირებას აპირებს

ფრანგული ბანკი Societe Generale საფრანგეთში სამუშაო ადგილებს ამცირებს. როგორც ფრანგული ბიზნესგამოცემა Les Echos იტყობინება, ბანკი 650 სამუშაო ადგილს აუქმებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას ბანკისგან დღეს ელოდებიან. გარდა ამისა, შესაძლოა, ამ ნაბიჯს მომდევნო მსგავსი გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს.

თავად Societe Generale-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

როგორც ფრანგულ ბანკში გასულ კვირას განაცხადეს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბანკი მოგებას დაუბრუნდა, მანამდე კი წინა ორი კვარტლის მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტი დიდ დანაკარგებს განიცდიდა.

ცნობისთვის, Societe Generale საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი ბანკი და ასევე ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო კომპანიაა, რომელსაც შვილობილი კომპანიები ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.