SoftBank-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს T-Mobile-ის აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით

SoftBank-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს T-Mobile-ის აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით

იაპონური კონგლომერატი SoftBank-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანულ კომპანია  Deutsche Telekom-თან ამერიკული მობილური კომუნიკაციების გიგანტ T-Mobile-ის აქციების სოლიდური ნაწილის მიყიდვასთან დაკავშირებით. თუ აღნიშნული შეთანხმება შედგა, მაშინ Deutsche Telekom-ი აქციების წილი T-Mobile-ში 50%-ს გადააჭარბებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით.

შესყიდვის მოცულობა ჯერ გადაწყვეტილი და დაზუსტებული არ არის, თუმცა, ამბობენ, რომ ის საკმაოდ დიდი იქნება, T-Mobile-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $120 მილიარდია.

თუმცა, შესაძლებელია რომ მოლაპარაკებები არც შედგეს. SoftBank-ი ცდილობს გაყიდოს აქტივები და გაიუმჯობესოს მდგომარეობა დიდი დანაკარგების შემდეგ. როგორც კომპანიის თავმჯდომარე მასაიოში სონმა მარტში განაცხადა, მისი კომპანიის მიზანს $41 მილიარდის ღირებულების აქტივების გაყიდვა წარმოადგენდა, რათა გაეზარდა ლიკვიდობა. იაპონური კონგლომერატი T-Mobile-ში აქციების 24%-ს ფლობს.

Deutsche Telekom-ში კი პარასკევს განაცხადეს, რომ მათი პირველი კვარტლის შემოსავლები და მოგება გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მათ ოპერირებაზეც იქონია გავლენა. კომპანიის აღმასრულებელ ხელძღვანელს ტიმ ჰოტგესს ჰკითხეს,  რამდენად შეუძლია კომპანიას T-Mobile-ს აქციების ყიდვა, რაზეც მან პასუხი არ გასცა, თუმცა, აღნიშნა, რომ ამერიკული კომპანია შესანიშნავი ბიზნესია და მას აქვს მიმზიდველი შესაძლებლობები.