სოროსმა ღია საზოგოდიების ფონდებს $18 მილიარდი გადასცა

სოროსმა ღია საზოგოდიების ფონდებს $18 მილიარდი გადასცა

ჯორჯ სოროსმა დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი თავის დაფუძნებულ “ღია საზოგადოების ფონდებს” გადასცა.

ამ გადაწყვეტილებით, ღია საზოგადოების ფონდები აშშ-ში მეორე ყველაზე დიდი ფილანტროპული ორგანიზაცია გახდა, რომელსაც მხოლოდ ბილ გეიტსის ფონდი უსწრებს.

Soros Fund Management LLC’s-ის 87 წლის დამფუძნებელი ფონდის კომიტეტის თავმჯდომარეა და ის კვლავ იქნება ჩართული მისი სტარტეგიის შექმნაში.
ღია საზოგადოების ფონდების ქსელი ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების, პროგრამებისა და ინსტიტუტების ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს ღია საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში. ეროვნული ფონდები დღეს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყნაში მოქმედებს.

ჯორჯ სოროსის ქონება Forbes-ს $23 მილიარდად აქვს შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის 29-ე ადგილს იკავებს, ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში კი მე-19-ს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.