სპილბერგის უცხოპლანეტელი „E.T."-ი აუქციონზე $2.6 მილიონად გაიყიდა

სპილბერგის უცხოპლანეტელი „E.T."-ი აუქციონზე $2.6 მილიონად გაიყიდა

უცხოპლანეტელი „E.T.”-ი სტივენ სპილბერგის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან E.T. the Extra-Terrestrial აუქციონზე $2.6 მილიონად გაიყიდა. ანიმატრონიკის მოდელის ორიგინალი Julien’s-ის და Turner Classic Movies-ის მიერ გამართულ ერთობლივ ორდღიან აუქციონზე გამოჩნდა.

ბევერლი-ჰილზის აუქციონზე ჯამში 1,300 მეტი რეკვიზიტი იყო წარმოდგენილი, დაწყებული რობერტ დე ნიროს “Raging Bull”-ის კრივის ხელთათმანებით, დასრულებული კრის ჰემსვორტის “Thor”-ის ცნობილი ჩაქუჩით. თუმცა აუქციონის მთავარი ლოტი სწორედ სპილბერგის 1982 წელს გადაღებული ფილმის მთავარი გმირი, მეგობრული უცხოპლანეტელი „E.T.”-ი გახდა.

„E.T.”-ის მოდელში, თითქმის 85 მექანიკური შეერთებით, უცხოპლანეტელის ყველა ნაწილი მოძრაობს, როგორც თვალები და კისერი, ასევე, რა თქმა უნდა, ის საჩვენებელი თითიც, რომლითაც თავის ახალ მეგობარ ელიოტს „სახლში დარეკვაზე“ აცნობა. აღსანიშნავია, რომ უცხოპლანეტელის მოდელის გარდა, აუქციონზე გაიყიდა „E.T.”-ის მაკეტიც, $125,000-ად, ხოლო გაქცევის სცენაში გამოყენებული ერთ-ერთი ველოსიპედის ფასმა $115,000 შეადგინა.

„E.T.”-ის გარდა, ბევერლი-ჰილზის აუქციონზე გაყიდულ ნივთებს შორის კინემატოგრაფიის სხვა დასამახსოვრებელი რეკვიზიტებიც მოხვდა. მათ შორის იყო $448,000-ად გაყიდული ნივთები, რომლებიც ჩარლტონ ჰესტონმა ფილმ “The Ten Commandments”-ში წითელი ზღვის ორად გასაყოფად გამოიყენა. დენიელ რედკლიფის Nimbus 2000-ის ფასმა კი, ჰარი პოტერის ფილმების სერიიდან, აუქციონზე $128,000 შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *