მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტის კომპანია Starlink-ი უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლობის გახსნაზე მუშაობს, – ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფიოდოროვმა განაცხადა. ამასთანავე, მინისტრმა გასცა შესაბამისი განკარგულება, რომლის თანახმად, სპეციალურმა ორგანოებმა Starlink-ის ლიცენზირების პროცესი, რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულონ.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის Starlink-სა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შევიდა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ჯერ კიდევ თებერვალში, ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა ილონ მასკს ტვიტერზე მიმართა და სთხოვა, უკრაინაში Starlink-ის სერვისი გაეაქტიურებინა. დღეს, უკრაინის სამხედრო ძალები ინტერნეტს Starlink-ის 10 ათასზე მეტი სატელიტისგან იღებენ – ამასთანავე, Starlink-ის ინტერნეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.