სტომატოლოგიური კომპანიები რიცხვებში

სტომატოლოგიური კომპანიები რიცხვებში

ტოპ-10 უმსხვილესი სტომატოლოგიური კომპანია აქტივების, შემოსავლებისა და მოგების მიხედვით.

საქართველოში სტომატოლოგიური სექტორი როგორც მცირე ზომის კლინიკებით, ისე მსხვილი კომპანიებითაა წარმოდგენილი. 2022 წლის მდგომარეობით, სტომატოლოგიური კლინიკებიდან ათი უმსხვილესის აქტივების ჯამური ღირებულება 28.6 მლნ ლარია. 

აქტივების მოცულობის მიხედვით ყველაზე მსხვილი კლინიკა ბათუმში არსებული „ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრი როგოა“, რომლის წილი ათი უმსხვილესი კომპანიის აქტივების ჯამში 33.9%-ია. მეორე პოზიციას სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი „უნიდენტი“ იკავებს. 2021-22 წლებში მიღებული შემოსავლების მოცულობით კი „უნიდენტი“ პირველ ადგილზეა. ამ პერიოდში საქმიანობიდან ამონაგებმა ჯამში 15.4 მლნ ლარი შეადგინა, სადაც 1.1 მლნ ლარი პერიოდის ჯამური მოგებაა. 2021-22 წლებში, ჯამში, ყველაზე დიდი მოცულობის, 4.6 მლნ ლარის მოგება კლინიკა „როგომ“ აჩვენა. 

სტომატოლოგიური კომპანიების ქონება

ათი მსხვილი კომპანიის აქტივების საშუალო მოცულობის განაწილება, 2021-2022 წლები

შემოსავალი და მოგება

ათი მსხვილი კომპანიის ჯამური შემოსავალი და მოგება (ზარალი), მლნ ლარი, 2021-2022 წლები

 

შენიშვნა

სტომატოლოგიური კლინიკების რეიტინგისთვის გამოყენებულია ორწლიანი პერიოდის, 2021-2022 წლების ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიების პირველი ათეული 2022 წლის მდგომარეობით, აქტივების მიხედვით არის შედგენილი. მოგება წარმოდგენილია გადასახადებამდე.