#StopHateForProfit: ცაკერბერგთან შეხვედრით იმედგაცრუებული ვართ!

#StopHateForProfit: ცაკერბერგთან შეხვედრით იმედგაცრუებული ვართ!

კამპანიის #StopHateForProfit ლიდერები Facebook-ის ხელმძღვანელს, მარკ ცაკერბერგსა და სხვა აღმასრულებელ პირებს შეხვდნენ. თუმცა, შეხვედრით კმაყოფილი კამპანიის არც ერთი მონაწილე არ დარჩენილა.

“ამ წამს დასრულებელი შეხვედრა სრული იმედგაცრუება იყო,” – ამბობს Color of Change-ის პრეზიდენტი რაშად რობინსონი. “ჩვენ ჩვენს მოთხოვნებზე ზუსტ პასუხებს ველოდებოდით, რაც სამწუხაროდ ვერ მივიღეთ.”

მართალია, Facebook-ის აღმასრულებელ პირებს შეხვედრის გაგრძელება სურდათ, კამპანიის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი 10 დასახელებული მოთხოვნიდან კომპანიამ ვერც ერთზე მოახდინა შესაფერისი რეაგირება და ზუსტი პასუხის გარეშე დატოვა ისინი.

Anti-Defamation League-ის პრეზიდენტმა, ჯონათან გრინბლატმა, იგივე შთაბეჭდილებებით დატოვა ეს შეხვედრა, როგორც რობინსონმა. თავად Facebook-მა კი ხაზი გაუსვა მის მცდელობებს, ძალადობის, კორუფციის და ქსენოფობიის შემცველი პოსტების და გვერდების წაშლასთან დაკავშირებით.

“წლების მანძილზე ამ პრობლემის გამოსასწორებლად ვმუშაობთ,” – აცხადებს შერილ სანდბერგი, Facebook-ის მთავარი საოპერაციო დირექტორი. “სრულყოფილი ვერასდროს ვიქნებით, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიძულვილის ენაზე გამოქვეყნებულ პოსტებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი.”

შეგახსენებთ, Facebook-ის მიმართ ბოიკოტი კომპანიებმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს და  მარკ ცაკერბერგის კომპანია სიძულვილის ენის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს. აღნიშნულის გამო, წამყვანმა ბრენდებმა ამ სოციალურ ქსელში რეკლამირებაც კი შეწყვიტეს.