Swisscom-ი $8.7 მილიარდად Vodafone Italia-ს შეიძენს

Swisscom-ი $8.7 მილიარდად Vodafone Italia-ს შეიძენს

სატელეკომუნიკაციო კომპანია Swisscom-ი Vodafone Italia-ს შესაძენად ექსკლუზიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. გარიგების ღირებულება $8.7 მილიარდია. შესყიდვის შემდეგ Swisscom-ი Vodafone Italia-ს გაერთიანებას მის იტალიურ შვილობილ კომპანია Fastweb-თან გეგმავს.

კომპანიების მიერ გავრცელებული განცხადებით, შესყიდვა ნაღდი ანგარიშსწორებით, Vodafone Italia-ს არსებული დავალიანების დაფარვის გარეშე განხორციელდება. Vodafone-მა გასულ თვეში კონკურენტ Iliad-ის შემოთავაზება არ მიიღო. ამის მიუხედავად, Vodafone-ის აქციები გაიზარდა 1%-ით, ხოლო Swisscom-ის აქციები განცხადების შემდეგ 0,5%-ით დაეცა.

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, კომპანიების გაერთიანებით, იტალიაში TIM-ის შემდეგ მეორე უმსხვილესი ფართოზოლიანი ქსელის ოპერატორი შეიქმნება. გარიგება იქნება მნიშვნელოვანი მიღწევა Vodafone-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის, დელა ვალესთვის, რომელიც თანამდებობაზე ერთი წელიც არაა, რაც დაინიშნა.

ვალემ პირობა დადო, რომ მოაგვარებდა იმ სამი პრობლემური ბაზრის საკითხს, საიდანაც კომპანია მოგებას ვერ ნახულობდა. ვალემ კომპანიის ესპანური ოპერაციების გაყიდვაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია, ბრიტანული ერთეული კი, გასულ წელს, Hutchison-ის Three-თან გააერთიანა.

Vodafone-მა გასულ წელს უარი თქვა Iliad-ის შემოთავაზებაზე, შეექმნათ ერთობლივი საწარმო იტალიაში. გარიგების შემთხვევაში, Vodafone-ი, ნაღდი ანგარიშსწორებით, $6.6 მილიარდს მიიღებდა. Iliad-თან შეთანხმება Vodafone-ს 10.45 მილიარდ ევროდ აფასებდა.