TBC Bank Uzbekistan-ის განვითარების პროექტი $134.3 მილიონი ჯდება

TBC Bank Uzbekistan-ის განვითარების პროექტი $134.3 მილიონი ჯდება

უზბეკეთში თიბისი ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანიის განვითარების პროექტი, EBRD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანობაში 134.3 მილიონი აშშ დოლარი ჯდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა TBC Bank Uzbekistan-ის წილების 20% 26.6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ინვესტიცია მიზნად ისახავს უზბეკეთში ახლად დაარსებული ბანკის განვითარებისა და გაფართოების ხელშეწყობას კაპიტალის მიწოდების გზით.

TBC Bank Uzbekistan-ი ბაზარზე პირველი მომავალი თაობის ბანკი გახლავთ, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს აქამდე არარსებულ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. ბანკი მიკრო- და პატარა ბიზნესებს გაყიდვების სფეროში უწევს მომსახურებას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინვესტიცია წარმოადგენს ბანკის სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილს საბანკო სექტორში ჩართულობის კუთხით, რათა შეამცირონ სახელმწიფოების როლი ინდუსტრიაში და მხარი დაუჭირონ უცხოელი სტრატეგიული ინვესტორების შედინებას.

EBRD-ის მიერ განხორციელებული ინვესტიცია ბანკს დაეხმარება კორპორაციული მართვის საკითხების გაუმჯობესებასა  და სოციალური მენეჯმენტის სისტემების განვითარებაში. TBC Bank Uzbekistan-ი სამომავლოდ მიზნად ისახავს, რომ უზბეკეთში საკუთარ მომხმარებლებს პირველი ციფრული პროდუქტები შესთავაზოს.