TBC Capital: ტურისტული შემოსავლების აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფი აღმოჩნდა

TBC Capital: ტურისტული შემოსავლების აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფი აღმოჩნდა

თიბისი კაპიტალი მაკროსექტორულ ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის შედეგების მიხედვით, ტურისტული შემოსავლების აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ეკონომიკური ზრდისა და ლარის გამყარების მიზეზებს შორის შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ტურიზმის დაჩქარებული აღდგენაა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა აღდგენის ტენდენცია განაგრძო და 73.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ მაისის შემოსავლები 2019 წლის იმავე  პერიოდის მაჩვენებლის 27.3%-ია. ამას გარდა, თიბისის ციფრული არხების მიხედვით, ივნისში ტურისტული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

ადგილობრივი დამსვენებლების გააქტიურებამ და ტურისტული ვიზიტების ზრდამ საგრძნობლად გაზარდა სასტუმროთა დატვირთულობა. ივნისის მონაცემებით, დიდი ბრენდირებული სასტუმროების დატვირთულობამ 48%-ს მიაღწია, ხოლო მცირე და საშუალო სასტუმროების დატვირთულობამ 13% შეადგინა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებულ სასტუმროებში საშუალო დღიური ფასი პრეპანდემიურ მაჩვენებელს 34%-ით ჩამოუვარდება. ამას გარდა, უნაღდო ხარჯვის მნიშვნელოვანი აღდგენა შეინიშნება აჭარისა და კახეთის სასტუმროებში, დინამიკა ეტაპობრივად უმჯობესდება თბილისსა და სხვა რეგიონებში. აჭარაში უნაღდო ხარჯვის გაუმჯობესება ბათუმის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებით აიხსნება, ხოლო კახეთში აღდგენა ძირითადად ადგილობრივი ტურიზმითაა განპირობებული.

პროგნოზის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 40% 2021 წელს აღდგება, ხოლო 2022 წელს იგივე მაჩვენებელი 90%-ს მიაღწევს. გარდა ამისა, გაუმჯობესებული ტურიზმის პროგნოზის, დატვირთულობისა და უნაღდო ანგარიშსწორების ეტაპობრვი აღდგენის გათვალისწინებით, 2023 წელს სასტუმროთათვის შემოსავალი ერთ თავისუფალ ოთახზე (RevPAR) პრეპანდემიურ დონეს მხოლოდ 12%-ით ჩამოუვარდება. სასტუმროთა დატვირთულობა 2021 წელს 2019 წელთან შედარებით 55%-ით ნაკლები იქნება, ხოლო 2022 წელს შესამჩნევად აღდგება და იგივე მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *