NISSAN-ი ბრიტანეთში ელექტრომობილების ელემენტების ქარხნის აშენებას გეგმავს

NISSAN-ი ბრიტანეთში ელექტრომობილების ელემენტების ქარხნის აშენებას გეგმავს

„ნისანმა“ გაერთიანებულ სამეფოში უზარმაზარი ქარხნის მშენებლობა დააანონსა. 1.38მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქარხანა ელექტრომობილებისათვის ელემენტებს დაამზადებს და ქვეყნის სამომავლო გეგმებთან იქნება თანხვდენილი.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ ელემენტების მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს, რომელსაც Nissan EV36Zero ერქმევა. „ნისანის“ განცხადების თანახმად, ახალი ქარხნის მშენებლობა დამატებით 1650 სამუშაო ადგილს გააჩენს, რომელთაგან 900 „ნისანის“ ქარხანაში განაწილდება, 750 კი ელემენტების მწარმოებელი კომპანიის, Envision AESC-ის ბაზაზე.

CNBC-სათვის მიცემულ ინტერვიუში, „ნისანის“ ოპერაციების ხელმძღვანელმა (COO), აშვანი გუპტამ, განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი დიდი გზის დასაწყისია ნახშირბადისაგან თავისუფალ სამყაროში.

„ნისანი“ ამ გადაწყვეტილებით შეუერთდა იმ ავტომწარმოებლების რიცხვს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ელექტრომანქანებისათვის ელემენტების წარმოებაზე გადაერთვნენ. კვირის დასაწყისში ფრანგულმა ავტომწარმოებელმა, Renault-მ, დააანონსა ორ პარტნიორთან თანამშრომლობა ელექტრომობილების ელემენტების წარმოებაში. მარტის დასაწყისში კი იგივე ნაბიჯი გერმანულმა Volkswagen-მა გადადგა.

საინტერესოა, რომ ავტომწარმოებლების მიერ საკუთარი პოლიტიკის შეცვლას თან მრავალი პრობლემა ახლავს. გაზრდილმა მოთხოვნამ კი ყველაზე მეტად ჩიპების რაოდენობაზე იმოქმედა. ჩიპების გლობალური დეფიციტი პრობლემას არა მხოლოდ „ნისანს“, არამედ სხვა მწარმოებლებსაც უქმნის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *