Tbilisi Open Air 2021 აღარ ჩატარდება

Tbilisi Open Air 2021 აღარ ჩატარდება

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air, რომელიც 2020 წელს კორონაპანდემიის გამო გაუქმდა, არც წელს ჩატარდება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერენ, მიზეზი ეპიდვითარება და მოქმედ რეგულაციებთან ერთად, შემზღუდველი ზომების შესაძლო გამკაცრებაა.

სამწუხაროდ, გვიწევს, გითხრათ, რომ 2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის. მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც შემოდგომაზე. ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თქვენი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველვყოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ უცხოელი შემსრულებლების ქვეყანაში ჩამოყვანაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, 2022 წლის ღონისძიების თარიღებსა და ლაინაფს მომავალი წლის გაზაფხულზე გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air Alter/Vision პირველად 2009 წელს ჩატარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *