ტელესერიალების ახალი სეზონების გამოშვება კორონავირუსმა შეაფერხა

ტელესერიალების ახალი სეზონების გამოშვება კორონავირუსმა შეაფერხა

კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში უამრავი რამ გადაიდო. მათ შორის ტელესერიალების და ფილმების გადაღებებიც და ახალი სეზონების გამოშვებებიც. ამ მხრივ გამონაკლისი ტელესერიალები Billions-ი და Black Monday-იც არ ყოფილა.

Black Monday-ის მეორე სეზონი ახლა მიმდინარეობს, როგორც ცნობილია, 6 ეპიზოდი 12 აპრილამდე გავა, ხოლო შემდეგ გარკვეული შეფერხება ექნება. Billions-ის მეხუთე სეზონი კი შუა გადაღების პროცესში შეწყდა. Billions-ის ახალი სერიების პრემიერა 3 მაისსა დაგეგმილი, გაუშვებენ 7 ეპიზოდს, თუმცა, შემდეგ გაურკვეველი ვადით ტელესერიალის გაშვება შეწყდება.

გარდა ამისა, The Chi-ს მესამე სეზონის პრემიერა 21 ივნისისთვის გადაიდო. Penny Dreadful-ის გულშემატკივრებს კი გაუმართლად. ახალი სეზონი “Penny Dreadful: City of Angels”, როგორც ჩანს, არ შეფერხდება და მისი გაშვება 26 აპრილიდან არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.