Tesla 135,000 ელექტრომობილს უკან იწვევს

Tesla 135,000 ელექტრომობილს უკან იწვევს

Tesla 135,000 ელექტრომობილს უკან იწვევს, საუბარია 2012 წლიდან 2018 წლამდე Model S-ის და 2016-2018 წლებში გამოშვებულ Model X-ის მანქანებზე. მიზეზი კი სენსორული ეკრანების ხარვეზია.

ელექტრომობილების გაწვევა, 30 მარტს დაიწყება. Tesla-მ ავტომფლობელებს უნდა აცნობოს სენსორული ეკრანის ხარვეზის შესახებ და კომპიუტერული ჩიპი გადაანაცვლოს, რათა ეკრანის მართვა უხარვეზოდ გახდეს შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებულ ხარჯებს კი კომპანია საკუთარ თავზე იღებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხარვეზი საფრთხეს არ ქმნის. თუმცა, ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს საფრთხის შემცველია, ვინაიდან ცენტრალური ეკრანის ფუნქციონირების გარეშე, მძღოლი უკანა კამერას ვერ ხედავს. Tesla-ს განცხადებით, მათ ამ პრობლემის გამო ავარიის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ამ ეკრანის გარეშეც შესაძლებელია ელექტრომობილის უსაფრთხოდ მართვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *