Tesla ჩინეთში წარმოებული 7 000 ელექტრომობილის ევროპაში ტრანსპორტირებას იწყებს – მედია

Tesla ჩინეთში წარმოებული 7 000 ელექტრომობილის ევროპაში ტრანსპორტირებას იწყებს – მედია

ელონ მასკის კომპანია Tesla-მ ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების ევროპაში დისტრიბუცია დაიწყო. ამის შესახებ CNBC-ის ინფორმაციით, ჩინური მედია იტყობინება. როგორც მოსალოდნელია, დაახლოებით 7 000 Model 3s-ი, რომელიც შანხაის მეგაქარხანაში აწარმოეს, ბელგიაში მომავალი თვის ბოლოს ჩავა, საიდანაც შემდეგ მათი ნაწილის ტრანსპორტირება გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, შვეიცარიასა და შვედეთშიც იგეგმება.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, Tesla-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ელონ მასკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანიამ ჩინეთში მესამე კვარტალში 143 036 ავტომობილი აწარმოა. Tesla-ს განცხადებით, შანხაის ქარხნის წარმადობა წელიწადში უკვე 250 000-ია.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ევროპა და ჩინეთი – ორი უმსხვილესი ავტობაზარი მსოფლიოში – ელექტრომობლების გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს მომდევნო წლებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *