Tesla-მ მესამე კვარტლის შემოსავლების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

Tesla-მ მესამე კვარტლის შემოსავლების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

ელონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ მესამე კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც CNBC წერს, მესამე კვარტალში კომპანიამ $8.77 მილიარდის ოდენობის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც $8.36 მილიარდს ელოდნენ. წმინდა მოგებამ კი $331 მილიონი შეადგინა.

კომპანიის ინფორმაციით, მესამე კვარტლის განმავლობაში 139 300 მანქანა გაყიდა. განახლებული მონაცემების შემდეგ საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციების ფასი 3%-ით გაიზარდა.

როგორც სექტემბერში, Tesla-ს აქციონერების 2020 წლის შეხვედრაზე მასკმა განაცხადა, წლევანდელი წელი ავტომობილების წარმოების კუთხით 40%-იანი ზრდით დასრულდება. ვარაუდობენ ჯამში 514 500-მდე ავტომობილის მიწოდებას.

ცნობისთვის, Tesla ბერლინსა და ოსტინში (ტეხასი) ახალ ქარხნებს აშენებს, რის გამოც საოპერაციო ხარჯები მესამე კვარტალში 33%-ით გაიზარდა, რაც $1.25 მილიარდს უდრის. როგორც მოსალოდნელია ბერლინის ქარხანამ მუშაობა 2021 წლის ივლისში უნდა დაიწყოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.